Accessibility links

logo-print

ევროზონის ფინანსთა მინისტრები ირლანდიის ეკონომიკურ პრობლემებს განიხილავენ


ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები დღეს ბრიუსელში ირლანდიის ეკონომიკურ პრობლემებზე მსჯელობენ. თავად ირლანდია, რომელიც მწვავე საბიუჯეტო დეფიციტს განიცდის, ირწმუნება, რომ დახმარება არ სჭირდება. ანალიტიკოსთა აზრით, ამგვარი პოზიცია იმით არის გამოწვეული, რომ 25 ნოემბრის არჩევნების წინ ირლანდიის მთავრობა ცდილობს, ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობა წარმოაჩინოს. არსებული ინფორმაციის თანახმად, ირლანდიის მთავრობა საშინაო ვალის მომსახურებას მხოლოდ 2011 წლის შუამდე შეძლებს.
XS
SM
MD
LG