Accessibility links

logo-print

ტაილანდმა ვიქტორ ბუტი აშშ-ს გადასცა


ტაილანდის ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფი რუსი მეწარმე ვიქტორ ბუტი აშშ-ს გადასცა. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, ბუტი აშშ-ის 6 წარმომადგენლის თანხლებით ბანგკოკიდან ამერიკაში გაემგზავრა. 43 წლის რუსი მეწარმე ბანგკოკში 2008 წელს ტაილანდისა და აშშ-ის სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს. მას ბრალი ედება იარაღით უკანონო ვაჭრობაში. ვაშინგტონის მტკიცებით, ბუტი იარაღს აწვდიდა კოლუმბიელ მეამბოხეებსა და სხვა დაჯგუფებებს, რომლებსაც აშშ ტერორისტულ ჯგუფებად მიიჩნევს. ვიქტორ ბუტი არ აღიარებს დანაშაულს და ირწმუნება, რომ ის საჰაერო გადაზიდვების კანონიერ საქმიანობას ეწეოდა. ბუტის საქმემ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური დაპირისპირება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG