Accessibility links

ირანთან მოლაპარაკებების თარიღი შეთანხმებულია


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ირანი დათანხმდა ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდისთვის შეთავაზებულ თარიღზე, თუმცა ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გამართვის ადგილის თაობაზე. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი მოლაპარაკებების თარიღად - 5 დეკემბერს, ადგილად კი ვენას, ან ჟენევას ასახელებს. ირანი შეხვედრის გამართვას სტამბოლში არჩევს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანს არ სურს, მოლაპარაკებების მთავარ საკითხად ურანის გამდიდრების შეჩერების შესახებ საერთაშორისო მოთხოვნა იქცეს.
XS
SM
MD
LG