Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის პრეზიდენტი: ბლოკი „გადარჩენისთვის“ იბრძვის


ევროკავშირის პრეზიდენტის განცხადებით, 27-წევრიანი ბლოკი გადარჩენისთვის იბრძვის. ამ განცხადების ფონია ევროკავშირის ბრძოლა დავალიანების იმ კრიზისთან, რომელიც ევროს მოქმედების ქვეყნებშია შექმნილი. ევროკავშირის პრეზიდენტი ამ განცხადებით ბრიუსელში გამოვიდა - ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე. მისი თქმით, ევროს ჩავარდნა მთელი ევროკავშირის ჩავარდნას მოიტანს. ევროკავშირის მინისტრებმა უნდა მოილაპარაკონ, როგორ დაასრულონ ირლანდიის დავალიანების კრიზისი და როგორ აღკვეთონ მისი სხვა ქვეყნებზე გავრცელება. ექვსი თვის წინ ევრეოკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთს 110 მილიარდი ევროს მოცულობის თანხით დაეხმარნენ. ირლანდია უარყოფს, რომ ევროკავშირის დახმარება ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG