Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი გუანტანამოს ყოფილ ტუსაღებს კომპენსაციას გადაუხდის


ბრიტანეთის მედიაში გავრცელებული ცნობებით, ლონდონი მილიონობით გირვანქა სტერლინგს გადაუხდის კომპენსაციის სახით იმ პირებს, რომლებიც გუანტანამოზე, აშშ-ს სამხედრო ციხეში იყვნენ ტუსაღები. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის - BBC-ის თანახმად, თორმეტიოდე ყოფილ პატიმარს ეს თანხა სასამართლოს გარეშე გადაეცემა. პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის კაბინეტი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას დღეს მოგვიანებით წერილობით შეატყობინებს პარლამენტს. პაკისტანური წარმოშობის ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქე აცხადებს, რომ სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ, როცა ბრიტანეთის თანხმობით პაკისტანის ციხეებში იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG