Accessibility links

logo-print

აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს ირაკლი ალასანია


აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს პარტია “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი. დღეს ირაკლი ალასანია მოხსენებით წარდგება ვაშინგტონის უნივერსიტეტში და შეხვდება Freedom House-ის და აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს. ”თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ალასანიამ შეხვედრები უკვე დაასრულა თეთრი სახლის, უშიშროების საბჭოსა და კონგრესის ოფიციალურ წარმომადგენლებთან და მოხსენებით წარდგა ატლანტიკურ საბჭოში. აშშ-ში თავისუფალი დემოკრატების ლიდერის შეხვედრებისას განიხილება საქართველოს უსაფრთხოების საკითხი, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები, მათ შორის - საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკების დაწყება. ამავე თემებზე ირაკლი ალასანია დაგეგმილი შეხვედრებისას ისაუბრებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩევლებსა და სახელმწიფო მდივნის მოადგილეებთან. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის სამუშაო ვიზიტი 23 ნოემბერს დასრულდება.
XS
SM
MD
LG