Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში მთავრობის სახლიც აშენდება


საქართველოს პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ქუთაისში მხოლოდ პარლამენტი არ განთავსდება, რადგან ქალაქში მთავრობის სახლიც იქნება. მისი მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე გამოსვლისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა თბილისში დარჩება, თუმცა ქუთაისში ეყოლება მუდმივი წარმომადგენლობა. პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის სახლის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდება, პარლამენტის შენობის - წელიწად-ნახევარში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ”მუდმივად უნდა გადაადგილდებოდეს” და იყოს ”პატარა, მობილური, არაკორუმპირებული, ანტიკრიმინალური, ინოვაციური და გლობალური”.
XS
SM
MD
LG