Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრინცი უილიამი მომავალ წელს დაქორწინდება


ბრიტანეთის პრინცი უილიამი - უელსის პრინც ჩარლზისა და აწ გარდაცვლილი პრინცესა დიანას უფროსი ვაჟი - მომავალ წელს დაქორწინდება. ამ ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს. უილიამის მეუღლე კეიტ მიდლტონი გახდება, რომელიც უკვე წლებია მისი შეყვარებულია. უილიამიც და კეიტიც 28 წლის არიან. მათ ერთმანეთი 8 წლის წინ შოტლანდიაში, სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნეს. წყვილის ნიშნობა გასულ თვეში, კენიაში არდადეგებისას შედგა; ქორწილი კი ლონდონში, გაზაფხულზე ან ზაფხულში გაიმართება.
XS
SM
MD
LG