Accessibility links

logo-print

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 12 საწარმო უნდა ამოქმედდეს


ქუთაისი

ქუთაისი

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რომელიც ყოფილი საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე შარშან ზაფხულს შეიქმნა, 2012 წლამდე 12 საწარმო უნდა ამოქმედდეს და 10 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდეს. ერთი წლის წინ ინდუსტრიულ ზონაში ქართულ-ეგვიპტური საწარმო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და რამდენიმე ათას ქუთაისელს სამუშაო ადგილებს დაჰპირდა.

ექსპერტი კახაბერ გვანცელაძე რადიო თავისუფლებასთან ინდუსტრიული ზონის მნიშვნელობაზე საუბრობს და დასძენს, რომ ხელისუფლების მიერ დაპირებული სამუშაო ადგილები ჯერჯერობით პიარ-აქციად რჩება.

კახაბერ გვანცელაძის შეფასებით, ეგვიპტური ფირმა „ფრეშის“ მიერ განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა არარეალურია.

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირებას დადებითად აფასებს ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე. მისი თქმით, ქალაქში ინდუსტრიული ზონის გაძლიერება ხელს შეუწყობს ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევას.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, კრიტიკულია ადგილობრივი ოპოზიცია. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ვირტუალურად მიიჩნევს მოძრაობის „სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი შოთა ბურჯანაძე.

ასეთ შეფასებას არ ეთანხმება ეგვიპტური ფირმა „ფრეშის“ კომპანიონის, „ჯორჯიან ინტერნეშნლ ჰოლდინგის” ხელმძღვანელი მიხეილ თიგიშვილი. მისი განცხადებით, ქუთაისში ორი ახალი საწარმო უახლოეს მომავალში ამუშავდება.

მიხეილ თიგიშვილის ინფორმაციით, ფირმა დაგეგმილ ეტაპებს წარმატებით გადის და 2012 წლის ბოლომდე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიცია აუცილებლად განხორციელდება.

საგულისხმოა, რომ ქუთაისში ქართულ-ეგვიპტური საწარმოს მუშაობით არაერთხელ დაინტერესდა ადგილობრივი პრესა. „ახალმა გაზეთმა“ ამ თემას რამდენიმე ვრცელი სტატია მიუძღვნა. თეა ზიბზიბაძე იმ ჟურნალისტთა შორისაა, რომლებსაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე შეღწევა საკმაოდ გაუჭირდათ:

ეგვიპტურის გარდა, შარშან სექტემბერში მემორანდუმი გაფორმდა ჩინურ კომპანიებთანაც, რომლებმაც ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხისა და ქვის გადამამუშავებელი ქარხნები უნდა ააშენონ.
XS
SM
MD
LG