Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი მიესალმება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, უნდა დასრულდეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია - მოსკოვმა კი უნდა გააბათილოს 2008 წლის იმ პროცესების შედეგები, რომლებიც ფაქტების დამდგენმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო მისიებმა „ეთნიკურ წმენდად“ შეაფასეს. რეზოლუცია, რომელიც ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, ვარშავაში მიიღეს, ალიანსს მოუწოდებს ლისაბონის სამიტზე კიდევ ერთხელ განაცხადოს ბუქარესტში გამოთქმული დაპირება - რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი - და რომ ყველა კანდიდატის საქმეს მხოლოდ მისი დამსახურების მიხედვით განიხილავენ. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მიესალმა საქართველოს პარლამენტი.
XS
SM
MD
LG