Accessibility links

logo-print

ევროპის დესპანი: ბოსნია მეზობლებს ჩამორჩება


ევროკავშირის წარმომადგენელი ბოსნიაში თვლის, რომ ეს ქვეყანა თავის მეზობლებს ბევრად ჩამორჩება ევროკავშირის ნორმების შესრულებაში. ბოსნიაში ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგნელმა, ვალენტინ ინცკომ განაცხადა, რომ თუ ფედერალური მთავრობის მუშაობის განვითარებისთვის სერბები, ხორვატები და ბოსნიელი მაჰმადიანები არ ითანამშრომლებენ, ბოსნია შეიძლება აღმოჩნდეს იზოლაციაში. ინცკო, თვითონ ავსტრიელი, ვენაში გამოვიდა სიტყვით დღეს, როცა დეიტონის ხელშეკრულების მე-15 წლისთავს აღნიშნავდნენ. დეიტონის ხელშეკრულებით დასრულდა ბოსნიის, ეთნიკური, ყველაზე უფრო ძალადობრივი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
XS
SM
MD
LG