Accessibility links

logo-print

ირანში ფრანგ დიპლომატებს დაესხნენ თავს


საფრანგეთმა ბრალად დასდო ირანის უშიშროების სამსახურებს, საფრანგეთის დიპლომატიური პერსონალის მიმართ „ძალადობის მიუღებელ ქმედება“ . საფრანგეთის საგარეო საქამეთა სამინისტროს თანახმად, თეირანში ამ ქვენის საელჩოს შენობაში შესასვლელი დაუდგენელმა ოფიციალურმა პირებმა გადაკეტეს. ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები ხელით შეეხნენ სულ მცირე ორ დიპლომატს და დააკავეს სტუმრები, რომლებიც ელჩ ბერნარ პოლეტის რეზიდენციაში მივიდნენ სპარსული მუსიკის კონცერტზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთმა გამოიძახა ირანის ელჩი პარიზში და „მომხდარი მკაცრად დაგმო“. თეირანს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG