Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატორი: აშშ-ის და რუსეთის შეთანხმება იარაღის სფეროში ალბათ წლის ბოლომდე ვერ დამტკიცდება


აშშ-სა და რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება სტრატეგიული შეტევითი შეირაღების შესახებ ამერიკის სენატის მიერ წლის ბოლომდე ალბათ ვერ დამტკიცდება. ამის შესახებ გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კაილმა განაცხადა. კაილი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი ექსპერტია საგარეო პოლიტიკის საკითხებში. მსგავსი ეჭვი გამოთქვა გუშინ სხვა რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა. პრეზიდენტმა ობამამ ახლახან იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება მალე დამტკიცდება. მაგრამ ამისათვის დემოკრატებს - ობამას მომხრებს, სჭირდებათ სულ მცირე, რამდენიმე რესპუბლიკელის მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG