Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტი ბაქოში იმყოფება


ირანის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბაქოში, სადაც დღეს აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. ილჰამ ალიევის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტებმა იმსჯელეს ორი ქვეყნის ურთიერთობასა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე და გამოთქვეს რწმენა, რომ თეირანისა და ბაქოს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება. პრესსამდივნოს ცნობითვე, დღეს აზერბაიჯანმა და ირანმა ხელი მოაწერეს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმს.
XS
SM
MD
LG