Accessibility links

ბიშკეკში ყურმანბეკ ბაკიევს დაუსწრებლად ასამართლებენ


ბიშკეკში დაიწყო ყირგიზეთის ექსპრეზიდენტ ბაკიევის და მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სასამართლო პროცესი. ბაკიევს და კიდევ 27 პირს, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებს, აპრილში, ბიშკეკში გამართული დემონსტრაციისას 80 ადამიანის დაღუპვაში ადანაშაულებენ. თავად ყურმანბეკ ბაკიევს და კიდევ 5 პირს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, დაუსწრებლად ასამართლებენ. დაღუპული დემონსტრანტების ნათესავები დღევანდელ პროცესზე ემუქრებოდნენ განსასჯელებს და მათ ადვოკატებს, რის გამოც დაცვის მხარემ სასამართლოს დარბაზი დატოვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება.
XS
SM
MD
LG