Accessibility links

”ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის კლასიკური მოდელი არაერთ ხარვეზს შეიცავს...”


პარტია ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” ”ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რამდენიმე დებულება შეუსაბამოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ საქართველოში შემოიტანა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კლასიკური, ანუ არქაული მოდელი, რომელსაც ამ ინსტიტუტის ტრადიციის მქონე ევროპული ქვეყნებიც კი, არსებითად ცვლიან, ან მთლიანად უარყოფენ. წულუკიანის ინფორმაციით, 16 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა პრეცედენტული მნიშვნელობის საბოლოო გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის კლასიკური მოდელი არაერთ ხარვეზს შეიცავს და არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხს კვლავ არასერიოზულად მიუდგა. თეა წულუკიანის განცხადებით, მუდმივი საკანონმდებლო რყევები არ ნიშნავს ხელისუფლების რეფორმატორობას და მიუთითებს, რომ მას რეფორმებზე კომპეტენტური წარმოდგენა არა აქვს.
XS
SM
MD
LG