Accessibility links

logo-print

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა კონსულტაცია განაახლეს


საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა კონსულტაცია განაახლეს. შეხვედრა ცსკ-ის შენობაში მიმდინარეობს. კონსულტაციაში მონაწილეობენ მმართველი და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წევრები. შეხვედრის დაწყებამდე ”ქრისტიან-დემოკრატებმა” ხელისუფლება დიალოგის ჩიხში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, ყურადღება ფორმალურ საკითხებზე გადაიტანოს და თავი აარიდოს კონკრეტულ თემებზე მსჯელობას. წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელი კონსულტაციის შედეგად საბოლოოდ უნდა შეთანხმდეს ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის გადაწყვეტილებათა მიღების წესი. ცსკ-ში მიმდინარე შეხვედრისას სარჩევნო კოდექსის ცვლილებათა საკუთარ ვარიანტს წარადგენენ ქართული დასი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
XS
SM
MD
LG