Accessibility links

logo-print

ევროკავშირის მინისტრები ირლანდიის დასახმარებლად მზად არიან


ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა სამშაბათს, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მზად არიან დაეხმარონ ირლანდიის საბანკო სექტორს - თუკი ირლანდიის მთავრობა მათ დახმარებისთვის მიმართავს. ირლანდია ამ დრომდე აცხადებს, რომ დახმარებას არ საჭიროებს - მიუხედავად დიდი საბიუჯეტო დეფიციტისა, რომელიც მას ბანკების დახმარების შედეგად შეექმნა. ირლანდიის პრობლემებამდე რამდენიმე თვით ადრე ევროკავშირმა და საერთაშორისო პარტნიორებმა საბერძნეთს გაუწიეს დახმარება. ამ პროცესების ფონზე მატულობს შეშფოთება, რომ ევროს მოქმედების ზონის დანარჩენი 15 ქვეყნიდან რამდენიმე დავალიანების გადახდას ვერ შეძლებს.
XS
SM
MD
LG