Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტალაბანი აცხადებს, რომ ხელს არ მოაწერს აზიზის სიკვდილით დასჯის ბრძანებას


ერაყის პრეზიდენტი, ჯალალ ტალაბანი აცხადებს, რომ არ მოაწერს ხელს სადამ ჰუსეინის ყოფილი მოადგილის, ტარიკ აზიზის, სიკვდილით დასჯის ბრძანებას. აზიზს ეს განაჩენი გასულ თვეში გამოუტანეს. ტალაბანიმ - რომელიც ეთნიკური ქურთია - საფრანგეთის ტელევიზიას ინტერვიუში უთხრა, რომ აზიზის მიმართ თანაგრძნობას განიცდის, „რადგან ის ერაყელი ქრისტიანი და ხანდაზმული, 70 წელს გადაცილებული პირია“. ერაყის უზენაესმა სასამართლომ აზიზს სიკვდილით დასჯა ოქტომბრის ბოლოს მიუსაჯა, ისლამისტური პარტიების შევიწროების გამო. 74 წლის აზიზი, რომელსაც ჯანმრთელობა შერყეული აქვს, ციხეში ზის 2003 წლის აპრილის შემდეგ. ერაყს ვატიკანმა და რუსეთმა მოუწოდეს, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე თავი შეიკავოს განაჩენის სისრულეში მოყვანისგან. ჯერჯერობით უცნობია ბრძანებაზე ხელის მოწერაზე ტალაბანის უარი შეაჩერებს თუ არა განაჩენის აღსრულებას.
XS
SM
MD
LG