Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: START-ის დაყოვნება ეროვნულ უსაფრთხოებას ავნებს


აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ს სენატის მხრიდან რუსეთთან ბირთვული შეიარაღების შესახებ ახალი შეთანხმების ირგვლივ კენჭისყრის დაყოვნება ეროვნულ უსაფრთხოებას ავნებს. ბაიდენის თქმით, ახალი START-ის, ანუ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების გაფორმების გარეშე, აშშ-ს არ ექნება რუსეთის ბირთვული არსენალის შემოწმების საშუალება. ბაიდენის გამოსვლის ფონია გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ კილის მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადება - რომ მისი ვარაუდით, ახალი START-ის საკითხს მიმდინარე წელს არ განიხილავენ. ახალ შეთანხმებას აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა აპრილში, პრაღაში მოაწერეს ხელი. ობამას ნათქვამი აქვს, რომ მისი სურვილია სენატმა შეთანხმებას მანამ უყაროს კენჭი, სანამ დემოკრატთა უმრავლესობა იანვარში 51-მდე შემცირდება.
XS
SM
MD
LG