Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ვიქტორ ბუტი თავს უდანაშაულოდ სცნობს


იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ვიქტორ ბუტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და დღეს შეერთებულ შტატებში სასამართლოს წინაშე წარდგა, თავს უდანაშაულოდ ცნობს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბუტი ციხეში რჩება, თავდებით გათავისუფლების უფლების გარეშე. 43 წლის ბუტი საბჭოთა პერიოდში სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერი იყო. ის სამშაბათს საღამოს ჩაიყვანეს ტაილანდიდან ნიუ-იორკში, სადაც ტერორიზმსა და იარაღის კონტრაბანდაში ბრალდების საფუძველზე გასამართლებას უპირებენ. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბუტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. რუსეთის საგარეო უწყება „პოლიტიკურად მოტივირებულად“ მიიჩნევს ტაილანდიდან ბუტის ექსტრადიციას.
XS
SM
MD
LG