Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ნაცემმა ჟურნალისტმა კომიდან გამოსვლის შემდეგ პირველი ჩვენება მისცა


რუსმა ჟურნალისტმა ოლეგ კაშინმა, რომელიც 6 ნოემბერს სასტიკად სცემეს მოსკოვში, კომიდან გამოსვლის შემდეგ პირველი ჩვენება მისცა. საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი გამომძიებლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ, როგორც კაშინმა თქვა, თავდასხმა უკავშირდებოდა მის რეპორტაჟებს ხიმკის ტყეზე. ტყეს, რომელიც მოსკოვის ჩრდილოეთით მდებარეობს, გაჩეხვას უპირებენ საავტომობილო ტრასის გასაყვანად, ეს კი გარემოს დამცველთა მწვავე პროტესტს იწვევს. 30 წლის კაშინი გაზეთ „კომერსანტის“ კორესპონდენტია. მას თავს დაესხნენ მისსავე სახლთან მოსკოვში, მოტეხეს ორივე ფეხი, გაუტეხეს ყბა, ჟურნალისტს შინაგანი დაზიანებებიც აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში ჩააგდეს. კაშინი გასულ კვირაში გამოვიდა კომიდან.
XS
SM
MD
LG