Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ავღანეთს ”ხაფანგად” მიიჩნევს


საფრანგეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ალენ ჟუპემ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ ავღანეთი არის ”ხაფანგი” ნატოს ჯარებისთვის და რომ ნატოს სამიტზე სამხედროების რაოდენობის შემცირების პერსპექტივაზე იმსჯელებენ. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საფრანგეთი არ აპირებს განუსაზღვრელი დროით დატოვოს თავისი ჯარი ავღანეთში და რომ ამ ეტაპზე ცდილობს იმ ზონების დადგენას, სადაც შეიძლება ვითარებაზე კონტროლი ავღანეთის ძალებს გადაეცეს. საფრანგეთს ავღანეთში 3850 სამხედრო ჰყავს.
XS
SM
MD
LG