Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში პატიმრობიდან გაათავისუფლეს ერთ-ერთი ბლოგერი


აზერბაიჯანში გაათავისუფლეს ერთ-ერთი იმ ორი ბლოგერიდან, რომელთა დაკავებამაც მწვავე პროტესტი გამოიწვია უცხოეთში. ბაქოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაათავისუფლეს ადნან ჰაჯიზადე, რომელმაც ორწლიანი პატიმრობის ნახევარი მოიხადა. მასთან ერთად და მასავით ხულიგნობის ბრალდების საფუძველზე დაპატიმრებული ემინ მილი, რომელიც 2,5-წლიან პატიმრობას იხდის, ციხეში რჩება. ორივე ბლოგერს პატიმრობა მიუსაჯეს 2009 წლის ნოემბერში, ივლისში რესტორანში ჩხუბის დროს დაკავების შემდეგ. მანამდე ჰაჯიზადემ და მილიმ ინტერნეტში გამოაქვეყნეს სატირული ვიდეო, რომელიც მთავრობას აშარჟებს: ნაჩვენებია ვირად შემოსილ მამაკაცი, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG