Accessibility links

logo-print

გერმანიის განცხადებით, თვითმფრინავში აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, ასაფეთქებლად განკუთვნილი მოწყობილობა


გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავში, რომელიც ნამიბიიდან გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, ასაფეთქებლად განკუთვნილი მოწყობილობა. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავში, რომელსაც ნამიბიის დედაქალაქ ვინჰუკიდან გეზი მიუნხენისაკენ უნდა აეღო, აღმოაჩინეს ჩემოდანი, მასში ასაფეთქებელი მოწყობილობითა და საათით; პოლიციას ჯერ არ დაუდგენია, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ყველაფრით აფეთქების მოწყობა. ოთხშაბათს გერმანიამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხელთ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, თვის ბოლოსთვის გერმანიაში ტერაქტის მზადების თაობაზე.
XS
SM
MD
LG