Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სასამართლომ ბრალდებების უმრავლესობა მოუხსნა გუანტანამოს პატიმარს


შეერთებულ შტატებში სამოქალაქო სასამართლომ ბრალდებების უმრავლესობა მოუხსნა ტანზანიელ აჰმედ ხალფან ღაილანის - პატიმარს, რომელიც გუანტანამოში იყო დაკავებული 1998 წელს კენიასა და ტანზანიაში მოწყობილ აფეთქებებთან დაკავშირებით. აფეთქებები მიმართული იყო აფრიკის ამ ორ ქვეყანაში შეერთებული შტატების საელჩოების წინააღმდეგ და 224 ადამიანის, მათ შორის 12 ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ სასამართლომ ნიუ-იორკში აჰმედ ხალფან ღაილანი დამნაშავედ სცნო მხოლოდ თავდასხმის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში და მას მოუხსნა 280 მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებები. განაჩენს იანვარში გამოიტანენ. ღაილანის, რომელიც 36 წლისაა, სულ ცოტა, 20 წლით პატიმრობა ემუქრება, თუმცა შესაძლებელია, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.
XS
SM
MD
LG