Accessibility links

ჰილარი კლინტონი უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ეუთოს სამიტზე


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ეუთოს სამიტზე, რომელიც 1-2 დეკემბერს გაიმართება ყაზახეთში. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სამხრეთი და ცენტრალური აზიის საკითხებში, რობერტ ბლეიკმა წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთ კომიტეტში გამოსვლისას. ბლეიკმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ეუთოს სამიტი, რომელსაც ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა უმასპინძლებს, პირველად ჩატარდება შუა აზიაში. ყაზახეთი მიმდინარე წლის 1 იანვარს გახდა ეუთოს მორიგე თავმჯდომარე. ის პირველი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელიც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მუშაობას ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG