Accessibility links

ირაკლი ალასანია ვაშინგტონში ბარაკ ობამას მრჩევლებს შეხვდა


აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი. ირაკლი ალასანია ვაშინგტონში შეხვდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩევლებს რუსეთის, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მაიკლ მაკფოლს და ელიზაბეტ შერვუდ-რენდელს. ”თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახურის ცნობით, ალასანიამ ისაუბრა საქართველოში არსებულ საარჩვენო გარემოზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე, ხელისუფლებასთან დაწყებულ მოლაპარაკებასა და ბიზნესმენთა შევიწროების ფაქტებზე. საარჩევნო გარემოს შეცვლისა და მედიის თავისუფლების აუცილებლობაზე ირაკლი ალასანია ესაუბრა სახელწიფო მდივნის თანაშემწეს თინა ქეიდენაუს. ვაშინგტონში თავისუფალი დემოკრატების ლიდერის შეხვედრებისას განიხილება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებიც.
XS
SM
MD
LG