Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ვიცე-პრემიერი დღეს ლისაბონში გაემგზავრა


საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე დღეს გაუმგზავრა ლისაბონში, სადაც ხვალ ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრა გაიხსნება. პორტუგალიის დედაქალაქში ბრიუსელიდან ჩავა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამიტის ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ჩართული სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრაში. ნატოს სამიტის გამო, პორტუგალიის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და ავიამიმოსვლა შეზღუდა.
XS
SM
MD
LG