Accessibility links

logo-print

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ნატოს ”პროქართულ ორგანიზაციად” მიიჩნევს


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ოთხშაბათს დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებადაა შეფასებული, დღეს გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ ნატოა ის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში უწყობდა ხელს საქართველოს მილიტარიზაციას და მისი ხელისუფლების რევანშისტულ განწყობას, რაც 2008 წლის აგვისტოს სისხლისღვრაში გადაიზარდა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დამოუკიდებელ აფხაზეთში დისლოცირებული რუსი სამხედროები არ წარმოადგენენ საოკუპაციო ძალას და რესპუბლიკაში იმყოფებიან სოხუმისა და მოსკოვის შეთანხმებით. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ნატოს მიიჩნევს პროქართულ ორგანიზაციად, კონფლიქტის მხარედ და რეგიონში დაძაბულობის ფაქტორად. პრაქტიკულად, მსგავსი შინაარსის განცხადება ხუთშაბათს გაავრცელა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
XS
SM
MD
LG