Accessibility links

ბაქოში გაიმართა რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა, ორმხრივი ურთიერთობის დაძაბვის ფონზე


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ირანელ კოლეგა მაჰმუდ აჰმადინეჟადთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების სამიტის პარალელურად. მედვედევის და აჰმადინეჟადის მოლაპარაკების ფონია დაძაბულობა მათს ქვეყნებს შორის ტრადიციულად თბილ ურთიერთობაში. მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობა სექტემბერში გაუარესდა, როცა მოსკოვმა ოფიციალურად გააუქმა ირანისთვის ეს-300 ტიპის რაკეტების მიყიდვის გეგმა. დაძაბულობას იწვევს ირანის ბირთვული პროგრამაც, რომლის გამოც რუსეთი მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებს ირანის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG