Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსმა ქვეყანამ უარი თქვა, დაესწროს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვების ცერემონიას


ექვსმა ქვეყანა უარი თქვა, დაესწროს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიას. ეს პრემია წელს ჩინელ დისიდენტს, პატიმრობაში მყოფ ლიუ სიაობოს მიენიჭა. ნორვეგიის ნობელის კომიტეტის განცხადებით, რუსეთი, ყაზახეთი, კუბა, მაროკო, ერაყი და ჩინეთი არიან ის ქვეყნები, რომლებმაც უარი თქვეს ცერემონიაზე დასწრებაზე. ნობელის კომიტეტის მდივანმა, გეირ ლუნდესტადმა განაცხადა აგრეთვე, რომ 16 ქვეყანას ჯერ არ უპასუხია ნობელის კომიტეტის მოსაწვევებზე. ჩინეთს, ლუნდესტადის ინფორმაციით, დაწყებული აქვს უპრეცედენტო კამპანია, რომლის მიზანიც არის, რაც შეიძლება ნაკლები იყოს ნობელის პრემიით დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეთა რიცხვი. უფრო ადრე კომიტეტმა გამოაცხადა, რომ პრემიის გადაცემა წელს შესაძლოა, ვერ მოხერხდეს, რადგან ლიუს ოჯახის წევრებიდან, როგორც ჩანს, ვერავინ ჩავა ოსლოში 10 დეკემბრის ცერემონიაზე დასასწრებად.
XS
SM
MD
LG