Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა „ეროვნული უსაფრთხოების იმპერატივად“ მიიჩნევს რუსეთთან გაფორმებული ახალი START-ის რატიფიკაციას


ერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამამ „სახელმწიფო უსაფრთხოების იმპერატივად“ მიიჩნევს შეიარაღების შესახებ რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაციას. ეს შეფასება მან დღეს, ვაშინგტონში გამოთქვა. ობამა დღეს შეხვდა უმაღლესი რანგის მრჩევლებსა და რუსეთთან ხელშეკრულების რატიფიკაციის გავლენიან მომხრეებს, მათ შორის ყოფილ სახელმწიფო მდივნებს მედლინ ოლბრაიტს, ჯეიმს ბეიკერსა და ჰენრი კისინჯერს. ხელშეკრულება, რომელსაც ახალ START-ს (სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას) უწოდებენ, ითვალისწინებს აშშ-ისა და რუსეთის სტრატეგიული შეიარაღების, დაახლოებით, მესამედით შემცირებას. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ „აქ საკვანძო საკითხი არაა პოლიტიკა. საქმე სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება. ეს არ არის საქმე, რომელიც შეიძლება გადადიდოს. ყოველი თვე, რომელიც ჩაივლის ხელშეკრულების გარეშე, ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვეცოდინება, რა ხდება რუსეთში, და თუკი მას დაგავდებთ განუსაზღრელი ვადით, აშშ-ის ლიდერობა გაუვრცელებლობbს საკითხში და ამერიკის სახელმწიფო უსაფრთხოება შესუსტდება“. ობამამ რწმენა გამოთქვა, რომ კონგრესში შევძლებთ მომხრე ხმების მოპოვებასო. ხელშეკრულების რატიფიცირებას კითხვის ნიშნის ქვეშ სვამენ შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წევრები, რომლებიც მიზანშეწონილად მიიჩნევენ საკითხის განხილვის გადადებას იანვრამდე, როცა კონგრესი ახალი შემადგენლობით შეიკრიბება.
XS
SM
MD
LG