Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი საგადასახადო კოდექსი


უკრაინის პარლამენტმა, მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა, საგადასახადო კოდექსი დაამტკიცა. პარლამენტმა, რომელშიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონული პარტია დომინირებს, მიიღო კანონი ორდღიანი დებატების შემდეგ. პარლამენტის წინ ორი ათასამდე მცირე მეწარმე პროტესტს გამოხატავდა. კანონის მიმართ კრიტიკულად განწყობილები აღნიშნავენ, რომ ის მსხვილ მეწარმეებს გაუადვილებს გადასახადებს და მცირეთ კი, ნაკლებად დაეხმარება.
XS
SM
MD
LG