Accessibility links

logo-print

ირლანდია იწყებს მოლაპარაკებას მისთვის შესაძლო ფინანსური დახმარების საკითხზე


ირლანდია იწყებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებას დახმარების შესაძლო პაკეტზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საბანკო კრიზისის დაძლევას ამ ქვეყანაში. დუბლინს ესტუმრნენ ევროკავშირის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიები, ირლანდიის საფინანსო სექტორში შექმნილი ვითარების შესაფასებლად. ირლანდიის ცენტრალური ბანკის დირექტორმა პატრიკ ჰონოჰენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ განიხილავენ, სავარაუდოდ ათობით მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფის საკითხს. ამასთან, როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, ჯერ არ გამოთქმულა კონკრეტული წინადადებები კრედიტთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG