Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის სასამართლოს სურს, დაკითხოს ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი


ავსტრიის სასამართლოს სურს, დაკითხოს ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ვენაში ჩეჩენი დისიდენტის, უმარ ისრაილოვის მკვლელობასთან დაკავშირებით. დაკითხვა ვიდეოხიდის მეშვეობით უნდა ჩატარდეს. უმარ ისრაილოვი, რომელიც კადიროვის უშიშროების ძალების წევრი იყო, მოგვიანებით კი ავსტრიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, გასული წლის იანვარში, ვენაში მოკლეს, პოლიციის განცხადებით, მისი მოტაცების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ამჟამად ავსტრიაში მიმდინარეობს მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი მამაკაცის სასამართლო პროცესი. მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, ესროლა ისრაილოვს, ჯერ კიდევ იძებნება. ავსტრიის პოლიცია კადიროვს უყენებს ბრალდებას, რომ მან გასცა დავალება, მოეტაცებინათ ისრაილოვი, თუმცა არა აქვს სამხილები ამ ბრალდების დასამტკიცებლად.
XS
SM
MD
LG