Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეთორმეტეკლასელთა საპროტესტო აქცია ჩაიშალა


საჯარო სკოლების მეთორმეტეკლასელთა საპროტესტო აქცია, რომელიც 8 საატესტატო გამოცდის გაუქმების მოთხოვნით, თბილისში, პარლამენტის შენობასთან უნდა განახლებულიყო, ჩაიშალა. ორგანიზატორ მოსწავლეთა წინასწარი გეგმით, აქციაში მონაწილეობა უნდა მიეღო 70 სკოლის ასობით მეთორმეტეკლასელს, თუმცა პარლამენტთან მხოლოდ სამნი შეიკრიბნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ანი მუსხელიშვილმა, სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ საპროტესტო აქციის ჩაშლის მიზეზი მოსწავლეთა სისტემატურად დაშინება და შანტაჟია. ანი მუსხელიშვილის თქმით, დირექტორები და პედაგოგები მოსწავლეებს ყოველდღიურად აფრთხილებენ, რომ თუ საპროტესტო აქციებში მიიღებენ მონაწილეობას, სკოლიდან გარიცხავენ და ატესტატის მიღების საშუალებას არ მისცემენ.
XS
SM
MD
LG