Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლისაბონში, ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა


ლისაბონში, ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა. თეთრი სახლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტოები როიტერი და ფრანს-პრესი იუწყებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა, ბარაკ ობამა შეხვდება ავღანეთის პრეზიდენტსაც. ლისაბონის სამიტის ფარგლებში ხვალ გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ალიანსის წევრი სახელმწიფოების და რუსეთის მეთაურები. ამ ფორმატით ნატოსა და მოსკოვის კონტაქტი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა.
XS
SM
MD
LG