Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ნატოს მოუწოდებს, დაადასტუროს ავღანეთის დახმარებისთვის მზადყოფნა


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ნატოს ლისაბონის სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა, ავღანეთში მოქმედების საკითხზე მოკავშირეების პოზიციების შესათანხმებლად. ამ შინაარსის განცხადება ობამამ გააკეთა ლისაბონში, სადაც ის ნატოს ორდღიან სამიტთან დაკავშირებით იმყოფება. მოსალოდნელია, რომ ყურადღება გამახვილდება ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცების რიცხვის შემცირების განრიგზე. ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ეს იქნება „ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამიტი“ ალიანსის ისტორიაში. როგორც იუწყებიან, მოსალოდნელია, რომ ნატოს ლიდერები მოიწონებენ ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ავღანეთის ჯარებისთვის გადაბარებას 2014 წლის მიწურულისთვის. 140 000-კაციანი მრავალეროვანი სამხედრო კონტინგენტი მომავალი წლიდან დაიწყებს ავღანეთიდან გასვლას. ლისაბონის სამიტის დღის წესრიგშია აგრეთვე მომდევნო ათი წლისთვის ნატოს მისიის ჩამოყალიბება, დაგეგმილია ნატო-რუსეთის ურთიერთობაზე მსჯელობაც.
XS
SM
MD
LG