Accessibility links

logo-print

ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატი ევროკავშირის მეთვალყურეებს მოუწოდებს, დიდხანს დარჩნენ ამ ქვეყანაში


ბელორუსიის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ვლადიმირ ნეკლიაევი არჩევნებზე ევროკავშირის მეთვალყურეებს მოუწოდებს, ბელორუსიაში დარჩნენ კიდევ დიდხანს მას შემდეგ, რაც კენჭისყრა დასრულდება. ნეკლიაევმა დღეს ვარშავაში უთხრა ჟურნალისტებს, რომ მეთვალყურეებს სთხოვს, არჩევნების დასრულების შემდეგ მაშინვე არ გაემგზავრონ ბელორუსიიდან. „ყველამ ვიცით, რა ხდება, როცა ისინი ქვეყნიდან მიდიანო“, დასძინა პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა. ის ერთ-ერთია სულ ათი კანდიდატიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 19 დეკემბრის არჩევნებში.
XS
SM
MD
LG