Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პოლიციამ დააკავა ოთხი ადამიანი, რომელიც ცეზიუმ-137-ის გაყიდვას ცდილობდა


საქართველოს პოლიციამ დააკავა ოთხი ადამიანი, რომელიც რადიოაქტიული ნივთიერება ცეზიუმ-137-ის გაყიდვას ცდილობდა. ფრანს პრესის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, შოთა უტიაშვილის თქმით, ოპერაცია და დაკავება მოხდა თბილისში. უტიაშვილის სიტყვებით, ცეზიუმ-137 საკმაოდ გავრცელებული ნივთიერებაა და ოპერაცია რუტინული იყო. მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობით რადიოაქტიული ნივთიერება იქნა ამოღებული. ცეზიუმ-137 არის ბირთვული რეაქციის „გვერდითი“ პროდუქტი. მას სამრეწველო ობიექტებზე და სამედიცინო დანიშნულებით იყენებენ. მაგრამ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ეგრეთწოდებული „ჭუჭყიანი“ ბომბის დასამზადებლად, რომელსაც რადიაციის გავრცლების პოტენციალი აქვს.
XS
SM
MD
LG