Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამასა და სააკაშვილის შეხვედრის შესახებ თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს


ლისაბონში, ნატოს სამიტის კულუარებში გამართული აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათში თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა. „პრეზიდენტი ობამა ლისაბონში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და თანამშრობლობის გაღრმავებაზე სასაუბროდ. პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ აფასებს მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთში მყოფ ნატოს უსაფრთხოების ხელშემწყობ საერთაშორისო ძალებში (ISAF) და ქართველი გულადი ჯარისკაცების მიერ გაწეულ სამსახურსა და გაღებულ მსხვერპლს. ორმა ლიდერმა განიხილა საქართველოს მთავრობის მცდელობა, გაატაროს რეფორმები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში - ისევე, როგორც საქართველოში დემოკრატიის, სტაბილურობის და განმტკიცების საერთო ინტერესი.“
XS
SM
MD
LG