Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში გაწევრიანებას საქართველო უკრაინის გარეშე განაგრძობს


ლისაბონის სამიტზე ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე საქართველო ცალკე ბანაკად გამოჰყვეს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ლისაბონში, საქართველოს ნაციონალური ტელეარხებისათვის მიცემულ ინტერვიუში. ბუქარესტის ნატოს სამიტის რეზოლუციაში, საქართველო და უკრაინა ერთად იყვნენ მოხსენებული, როგორც ქვეყნები, რომლებიც შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ახლა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აღარ უნდა ასე სწრაფად ნატოს წევრობა. “ამ სიტუაციაში, რადგან უკრაინას ნატოს წევრობა აღარ უნდა, საფრთხე იყო, შიგნით ყოფილიყო ლობირება და საქართველო და უკრაინა ორივე დაწეულიყვნენ ქვემოთ, მომხდარიყო გაყოფა, მაგრამ მსგავსი არაფერი არ მოხდა... რეალურად საქართველო გამოჰყვეს ცალკე ბანაკად; მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პოლიტიკურ, დემოკრატიულ, უსაფრთხოების რეფორმებს და დაუჭირეს მხარი საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვას”, - განაცხადა სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG