Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი ნატოს სიტყვით მიმართავს


ავღანეთის პრეზდენტი ჰამიდ კარზაი ლისაბონში სიტყვით მიმართავს ნატოს სამიტის მონაწილეებს. ალიანსი აპირებს, რომ მომავალი წლიდან მეტი პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს დააკისროს. დღეს ავღანეთის საკითხზე, ლისაბონის სამიტის ფარგლებში ნატოსა და ავღანეთში მიმდინარე უსაფრთრხოების საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებისა და წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. 19 ნოემბერს, როდესაც ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციის მნიშვნელობაზე საუბრობდა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ავღანეთის უსაფრთხოების მომავალზეც გამახვილა ყურადღება.
„მე რეალისტურად მიმაჩნია, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისათვის მთელ ავღანეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების გეგმა, 2014 წლის ბოლოსათვის განხორციელდეს. ეს არის გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ შეიმუშავა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ გეგმას.“
თუმცა, ნატოს წევრი ქვეყნებისა და შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებების ზოგიერთი წარმომადგენლები ეჭვის თვალით უყურებენ 2014 წლისათვის ამ ვადის დასრულებას, იმ მუქარების გამო, რასაც ავღანეთის მთავრობა თალიბანის გასამხედროებული ჯგუფებისაგან მუდმივად განიცდის.
XS
SM
MD
LG