Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქების შედეგად 3 კაცი დაიღუპა


დანაღმული ველოსიპედების აფეთქების შედეგად 3 კაცი დაიღუპა და დაახლოებით 25 დაიჭრა ავღანეთის აღმოსავლეთით, ლაღამის პროვინციაში. აფეთქებების სერია დღეს პოლიციის საგუშაგოსთან პროვინციის დედაქალაქ მეხთარლამში მოხდა, რომელიც ქაბულიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. როგორც იუწყებიან, პირველი ბომბის აფეთქებას მოგვიანებით, მეორე აფეთქებაც მოჰყვა, რომლის შედეგად კიდევ სამი კაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG