Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემურ იაკობაშვილი მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს


საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა თემურ იაკობაშვილი, რომელსაც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი 2 წლის განმავლობაში ეკავა. იაკობაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციის საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში დაინიშნა ეკა ტყეშელაშვილი, რომელსაც დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულებაც. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზეა განთავსებული.

XS
SM
MD
LG