Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტმა ლისაბონში ჩასვლა პროტესტის გამო გადაიფიქრა


სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა უარი თქვა განზრახვაზე დასწრებოდა ნატოს ლისაბონის სამიტს პროტესტის ნიშნად, რომელიც მისი ქვეყნის აზერბაიჯანთან კონფლიქტს უკავშირდება. ლისაბონში სომხეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ ნალბანდიანი და თავდაცვის მინისტრი სეირან ოგანიანი წარმოადგენენ. სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშული გადაწყვეტილება ქვეყნის ხელმძღვანელმა სამიტზე მოსალოდნელი დეკლარაციის გამო მიიღო, რომელიც, სომხეთის მოსაზრებით, „ცუდი სიგნალია და დამატებით პრობლემას ქმნის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში“. სომხეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა არმენ არზუმანიანმა დამატებით არგუმენტად დაასახელა ასევე აზერბაიჯანის მიერ ბოლო ხანს გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტი და აზერბაიჯანის ხელისუფლების სამხედრო რიტორიკა.
XS
SM
MD
LG