Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო რუსეთს მოუწოდებს გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება


ნატო ადასტურებს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ლისაბონის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს. ნატო მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარეს შეასრულოს „კონსტრუქციული როლი ისევე, როგორც განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოსთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და ევროკავშირთან, რათა მიაღწიონ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიაზე“. დაბოლოს რეზოლუციის ხელმომწერი ნატოს ყველა სახელმწიფოს ლიდერი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“. ქვეთავში, რომელიც რუსეთ-ნატოს ურთიერთობის მნიშვნელობას ეხება, ალიანსი რუსეთს კვლავ მოუწოდებს, "შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს საქართველოს მიმართ აღებული ვალდებულებები".
XS
SM
MD
LG