Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი სამხედრო დაიღუპა მთიან ყარაბაღში


გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სადავო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ერთმანეთში ატეხილი სროლის შედეგად. თვითგამოცხადებული სომხური ანკლავის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი პარასკევ ღამით რეგიონის სამხრეთში მდებარე დაპირისპირების ხაზის სამხედრო ნაწილში მოხდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „19 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის დროს, რომელიც იარაღის გამოყენებას უკავშირდება, ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა“. განცხადების თანახმად, ინციდენტის გამოძიება დაწყებულია და მასთან არანაირი კავშირი არა აქვს აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG