Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი პოზიტიურად, მაგრამ ფრთხილად ეკიდება ანტისარაკეტო თავდაცვას


რუსეთი მზად არის უზრუნველყოს რუსი სპეციალისტების მონაწილეობა ნატოს ბალისტიკური რაკეტებისაგან ევროპის დაცვის ერთინი გეგმის შემუშავებაში, - განაცხადა 20 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ნატო-რუსეთის სამიტის დასრულების შემდეგ. ამასთან მედვედევმა დაამატა, რომ ბოლომდე ამ გეგმაში მონაწილეობისაგან თავს იკავებს, ვიდრე ამ იდეის შედეგი რუსეთისათვის „გარკვეული“ და „მისაღები“ არ იქნება.
„პირდაპირ გეტყვით, ჩვენ საბოლოოდ უნდა გავერკვეთ იმაში, თუ რა იქნება ეს. ვიტყვი მეტსაც, თავად ევროპის ქვეყნები უნდა გაერკვნენ, თუ სად არის მათი ადგილი. როგორ სახეს მიიღებს საბოლოო ჯამში ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის იდეა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც, პირობითად თუ ვიტყვით, იგი დასრულდება 2020 წლისათვის“. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეაქო რუსეთის შესაძლო პარტნიორობა და ხატოვნად განაცხადა, რომ ეს არის შესაძლებლობა „წარსულში არსებული დაპირისპირების წყარო, ერთობლივი საფრთხეების წინააღმდეგ პოტენციურ თანამშრომლობის საფუძვლად იქცესო“. რუსეთი გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის ჯორჯ ბუშისეულ გეგმას, რომელიც მოსკოვის მტკიცებით, საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს.
XS
SM
MD
LG